გაუქმება ენა დადასტუშება
1-sustainability-banner-1920×800-pc-v1
ზოგადი პრინციპი
Toshiba Lifestyle Products & Services ქმნის, ავითარებს და აწარმოებს პროდუქტებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებისთვის უფრო უსაფრთხო და კომფორტულ ცხოვრებას უზრუნველყოფს. ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, კომპანია ქმნის ეკომეგობრულ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს და აუმჯობესებს. Toshiba Lifestyle-ისთვის მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჰარმონიული განვითარება და მდგრადი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა. კომპანია მუშაობს ნახშირბადის ემისიების შემცირებაზე, რესურსების ხელახალ გამოყენებასა და ბუნებრივი რესურსების დაცვაზე, რათა ადამიანებმა და გარემომ მომავალშიც შეძლონ თანაარსებობა და განვითარება.
ჩვენი ერთგულება მდგრადობისადმი
CO2 ემისია
ვალდებულება

CO2 ემისია

Toshiba Lifestyle ზრუნავს უკეთესი მომავლის შექმნაზე და ამ მიზნით პროდუქციისა და წარმოების პროცესში CO₂-ის ემისიების შემცირებაზე მუშაობს.

 

კომპანია აუმჯობესებს საწარმოო პროცესებს, ქმნის უფრო ენერგოეფექტურ ქარხნებს და ავითარებს ტრანსპორტირების მეთოდებს გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. ამასთან, Toshiba Lifestyle ქმნის ენერგოეფექტურ პროდუქტებს, რომლებიც ყოველდღიურად ნაკლები ენერგიის მოხმარებაში გვეხმარება – ასე კი ერთად ვუახლოვდებით უფრო სუფთა და მდგრად მომავალს.

გადამუშავება
ვალდებულება

გადამუშავება

Toshiba Lifestyle მუშაობს რესურსების დაზოგვასა და ნარჩენების შემცირებაზე, რათა ხელი შეუწყოს უფრო მდგრადი, ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას.

 

კომპანია ნარჩენების გადამუშავებასა და მასალების ხელახალ გამოყენებას ავითარებს, ასევე ცდილობს წარმოებაში ნარჩენების ნაგავსაყრელზე მოხვედრა მინიმუმამდე შეამციროს და წყალი უფრო ეფექტურად გამოიყენოს. ამ მიდგომით Toshiba Lifestyle პროდუქტის შექმნიდან მის საბოლოო გამოყენებამდე მთელი პროცესის უფრო მდგრადობას უზრუნველყოფს.

ბუნების დაცვა
ვალდებულება

ბუნების დაცვა

Toshiba Lifestyle პასუხისმგებლობით ეკიდება ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას და ზრუნავს ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვაზე.

 

კომპანია საწარმოებში ამცირებს და აკონტროლებს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას, უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების უსაფრთხო დამუშავებას და პარტნიორებთან ერთად ხელს უწყობს ეკომეგობრული მასალებისა და პროდუქტების გამოყენებას. ამასთან, Toshiba Lifestyle ცდილობს შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და დაიცვას ბუნებრივი ეკოსისტემები, რათა ხელი შეუწყოს უფრო მდგრადი მომავლის შექმნას.

პროდუქტებში გამოყენებული ეკოლოგიური ტექნოლოგიები
ჩვენი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, Toshiba Lifestyle ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც ყოველდღიურ კომფორტს და გარემოზე ზრუნვას აერთიანებს.
Origin Inverter
ჭურჭლის სარეცხი მანქანა

Origin Inverter

მაღალი წარმადობის ძრავის ტექნოლოგია ცვლადი სიჩქარის კონტროლით, რომელიც რეცხვის დროს 50%-ით ამცირებს. ეფექტური, ენერგოეფექტური და განსაკუთრებით ჩუმი მუშაობით.

ეკო მომზადება
ბრინჯის მოსამზადებელი აპარატი

ეკო მომზადება

ეკო რეჟიმი დაბალი სიმძლავრით ამზადებს საკვებს და ამცირებს ენერგიის მოხმარებას. უფრო ეკომეგობრული არჩევანია.

7-1680×1560-pc-v1
მაცივარი

Origin Inverter

ინვერტორული კომპრესორი და ინვერტორული ვენტილატორი. ვენტილატორი ავტომატურად ამოიცნობს კომპრესორის გაგრილების სიმძლავრის ცვლილებას და მუშაობის სიჩქარეს 4 დონეზე არეგულირებს.

9-Origin-Color-1680x1560-pc-v1
სარეცხი მანქანა

Origin Color

Toshiba-ს Hydro Active Oxygen ტექნოლოგია წყლის მოლეკულებისგან აქტიურ ჟანგბადს ქმნის დამატებითი ქიმიური სარეცხი საშუალებების გამოყენების გარეშე. ტექნოლოგია ხელს უწყობს ტანსაცმლის პირვანდელი ფერის შენარჩუნებას და ამცირებს ქიმიური ნივთიერებების გარემოში მოხვედრას.

ჯანმრთელობის მართვა
10-health-management-1680×1560-pc-v2

Toshiba Lifestyle Corporation-ისთვის თანამშრომლების ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კომპანია ზრუნავს თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, რათა მათ შეძლონ ენერგიულად მუშაობა და მომხმარებლებისთვის ინოვაციური, ადამიანზე ორიენტირებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნა.

 

Toshiba Lifestyle-ის მიზანია შექმნას ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ პროფესიულად განვითარდნენ და თავი კომფორტულად იგრძნონ. სწორედ ამ მიდგომით კომპანია ხელს უწყობს როგორც თანამშრომლების კეთილდღეობას, ისე ბიზნესის მდგრად განვითარებას.